top of page

შენი სანდო პარტნიორი

საჭირო რჩევები თქვენი ბიზნესისთვის

ალტორა ჯგუფი არის გაყიდვების სააგენტო, რომელიც ბიზნესებს ეხმარება გაყიდვების ზრდასა და კომერციული მიზნების მიღწევაში. ჩვენ ვმოქმედებთ როგორც აუთსორსინგის გაყიდვების პარტნიორი და ვქმნით სტრატეგიებს, რომლებიც მორგებულია თითოეული პარტნიორის მიზნებზე, ბაზრის მოთხოვნებსა და განვითარების პოტენციალზე.

ჩვენ ვმართავთ გაყიდვების პროცესს სისტემურად — სტრატეგიული დაგეგმვიდან და კლიენტებთან კომუნიკაციიდან შედეგების ანალიზსა და უწყვეტ ოპტიმიზაციამდე. ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამჭვირვალობას, პასუხისმგებლობასა და გაზომვად შედეგებს.

გვჯერა, რომ წარმატებული პარტნიორობა ნდობაზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და საერთო მიზნებზე შენდება. სწორედ ამ პრინციპებით ვქმნით გრძელვადიან ურთიერთობებს და ვეხმარებით კომპანიებს მდგრად ზრდასა და განვითარებაში.

Modern Office

გაიცანით გუნდი

ოთხი კონსულტანტისგან შემდგარი გუნდი აერთიანებს მრავალფეროვან ექსპერტიზასა და სტრატეგიულ ხედვას, რათა ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები შესთავაზოს პარტნიორებს.

ნიკოლოზ ბერია.png

ნიკოლოზ ბერია

ტექნიკური და კრეატიული მიმართულება

პასუხისმგებელია ალტორა ჯგუფის ტექნიკურ და კრეატიულ მხარეზე, მათ შორის ფოტოებისა და ვიდეოების შექმნაზე, სარეკლამო მასალების მომზადებაზე, ვებსაიტის მართვაზე, ციფრულ ინსტრუმენტებსა და ფინანსურ ზედამხედველობაზე.

ნიკოლოზ ხვიჩია.png

ნიკოლოზ ხვიჩია

კონტენტი და ანგარიშგება

ქმნის მარკეტინგულ ტექსტებს, სარეკლამო მასალებსა და სცენარებს თითოეული კლიენტის საჭიროებებზე მორგებით. ასევე აკვირდება კამპანიების პროგრესს და ამზადებს შედეგების მკაფიო ანგარიშებს.

ნიკოლოზ დარბაიძე.png

ნიკოლოზ დარბაიძე

კლიენტებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია

მართავს კომუნიკაციას კლიენტებთან და პოტენციურ მყიდველებთან, უზრუნველყოფს პროფესიონალურ ურთიერთობას და შემოსული მოთხოვნების ეფექტურ დამუშავებას.

თეიმურაზ მღებრიშვილი.png

თეიმურაზ მღებრიშვილი

სოციალური მედია და ოპერაციები

მართავს სოციალურ მედიას და რეკლამებს, ასევე კოორდინაციას უწევს ბიზნესის ოპერაციულ მიმართულებას, მათ შორის ხელშეკრულებებსა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებს.

bottom of page